ანგელა მერკელი: უკრაინული კრიზისი უნდა მოგვარდეს, რომ ევროპას ზამთარში გაზი ჰქონდეს



უკრაინაში კრიზისი მხოლოდ დიპლომატიური გზით უმოკლეს ვადებში უნდა მოგვარდეს. ამის შესახებ სლოვაკეთში ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ძალისხმევის მაქსიმუმია საჭირო იმისთვის, რომ „გაზის მიწოდების საკითხზე უკრაინას, რუსეთსა და ევროკავშირის შორის მოლაპარაკებები დასრულდეს უმოკლეს ვადაში, რათა ზამთარში გაზით უზრუნველყოფილნი ვიყოთ“, – განაცხადა მერკელმა.
  უმსხვილესი სლოვაკური გაზის კომპანია SPP უკვე მეორე თვეა რუსეთიდან გაზის არასაკმარისი რაოდენობის მიწოდებას აფიქსირებს.
სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკის კანცელარიის ინფორმაციით, გერმანულ-სლოვაკური მოლაპარაკებების დროს მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ „ევროკავშირი საკვანძო კითხვებში ერთ ხმაში უნდა ისაუბროს“. ამასთან კისკამ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი დადებითად აფასებს „ევროკავშირის ყველა ნაბიჯს, რომელიც უკრაინისთვის მხარდაჭერას და დახმარებას ეხება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები