საფრანგეთში, მოსკოვში ავიაკატასტროფისას დაღუპულზე საქმე დაუგეგმავი მკვლელობის მუხლით აღძრეს

პარიზის პროკურატურამ კომპანია „Total“-ის ხელმძღვანელის კრისტოფ დე მარჟერის სიკვდილის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ სააგენტო „AFP“ იუწყება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავიაკატასტროფების ფრანგული საგამოძიებო ბიურო მომხდარის დეტალების გასარკვევად მოსკოვში საკუთარ 3 ექსპერტს აგზავნის.
შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 23:57 საათზე ვნუკოვოს აეროპორტში თვითმფრინავი „ფალკონ-300“, რომელიც პარიზში უნდა გაფრენილიყო, სპეცტექნიკის მანქანას დაეჯახა და დაიწვა. დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორის კონცერნ „Total“-ის ხელმძღვანელი კრისტოფ დე მარჟერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები