მერცი: პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა წინასწარგანზრახული ქმედება იყო
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრა „მიზანმიმართულ ქმედებად“ შეაფასა და განაცხადა, რომ შემთხვევას შემთხვევითობის ხასიათი არ აქვს.
„ეს იყო წინასწარგანზრახული მოქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ პოლონეთს, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას,“ — აღნიშნა მერცმა.
გერმანიის მთავრობის შეფასებით, ინციდენტი წარმოადგენს მძიმე დარღვევას და კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის მხრიდან ნატო-ს საზღვრების გამოცდის მცდელობას.
ვარშავამ უკვე გამოიძახა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენელი და ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.