ზელენსკის თქმით, პოლონეთში დრონების ინციდენტი პუტინის აგრესიულ პოლიტიკას აჩვენებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრას გამოეხმაურა.

უკრაინის ლიდერის თქმით, ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და აუცილებლობას, გაზარდონ ევროპისა და NATO-ს ქვეყნებში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები.

“მოსკოვი ყოველთვის ცდის შესაძლებლობების საზღვრებს და თუ ძლიერ რეაქციას არ წააწყდება, ესკალაციის ახალ დონეზე რჩება. დღეს კიდევ ერთი ესკალაციური ნაბიჯი იყო. რუსულ-ირანული „შაჰედები“ პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო სივრცეში მოქმედებდნენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ პარტნიორებთან ერთიანობის განმტკიცება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის ესკალაციის წინააღმდეგ, ხოლო უკრაინას სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის ეფექტური სისტემების განლაგებისთვის, რათა დრონებისა და რაკეტების საფრთხე შემცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები