სიბიგა პოლონეთში რუსული დრონების შეჭრას პუტინის გამოწვევად აფასებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა რუსული დრონების შეჭრას პოლონეთის საჰაერო სივრცეში.
მისი განცხადებით, „ეს აჩვენებს, რომ პუტინი ომს აფართოებს და დასავლეთს გამოცდას უტარებს“.
სიბიგამ აღნიშნა, რომ სუსტი რეაგირება ხელს უწყობს რუსეთს კიდევ უფრო აგრესიული ქმედებებისკენ, მათ შორის, დრონებისა და რაკეტების ევროპაში შეჭრასთან დაკავშირებით.
მინისტრი მოუწოდებს, გამოიყენონ მეზობელი ქვეყნების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები უკრაინაში შეჭრილი დრონებისა და რაკეტების აღსაკვეთად, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც NATO-ს საზღვრებს უახლოვდებიან.
„სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა გაძლიერდეს დაუყოვნებლივ, ხოლო პუტინის სამხედრო მანქანა მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება შეჩერდეს, სუსტი მიდგომით არა“, – განაცხადა სიბიგამ.