ცნობილი ამერიკელი დიზაინერი ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა

ამერიკელი დიზაინერი ოსკარ დე ლა რენტა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიზაინერს 2006 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.
ამერიკის პირველი ლედი, ჯეკი კენედი ხშირად არჩევდა რენტას მიერ შექმნილ სამოსს და ის სწორედ სამოციანი წლების დასაწყისში გახდა ცნობილი. დე ლა რენტა თავისი შემოქმედებით თითქმის 60 წლის განმავლობაში რჩებოდა აქტუალური და, სიცოცხლის ბოლო დღეებშიც კი, იგი ცნობილი ადამიანების ძვირად ღირებულ შეკვეთებზე მუშაობდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა იმ ცნობილი ადამიანებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც ბოლო პერიოდში ოსკარ დე ლა რენტას კაბა ეცვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები