პოლონეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას ითხოვენ

პოლონეთიდან შესაძლოა რუსი დიპლომატები გააძევონ, – ამის შესახებ უცხოური მედია პოლონეთის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომლის განცხადებითაც აღნიშნულის მიზეზი ჯაშუშურ სკანდალს უკავშირდება.
როგორც ევა კოპაჩი განმარტავს, ასეთ ვითარებაში დიპლომატების გაძევება სტანდარტული პრაქტიკაა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რამდენ დიპლომატზეა ლაპარაკი, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს მიიღონ.
ჯაშუშური სკანდალი პოლონეთსა და რუსეთს შორის ერთი კვირის წინ აგორდა, როდესაც პოლონეთის სპეცსამსახურებმა თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი ოფიცერი და პოლონეთის სეიმის დეპუტატობის კანდიდატი დააკავეს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. გამოძიების ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები