ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი სიმთვრალე გახდა

მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში თვითმფრინავს დაჯახებული თოვლგამწმენდი მანქანის მძღოლი მთვრალი იყო, – ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა. „ამ მომენტისთვის უკვე დადგენილია, რომ თოვლგამწმენდი მანქანის მძღოლი ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ იმყოფებოდა. გარდა ამისა, შესაძლოა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პერიოდზე აეროპორტის რიგი თანამშრომლების დათხოვნის შესახებ იყოს მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მარკინმა.
შეგახსენებთ, რომ ვნუკოვოს აეროპორტში თვითმფრინავი თოვლგამწმენდ მანქანას დაეჯახა, რის შედეგად თვითმფრინავი დაიწვა. კატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ფრანგული ნავთობ კონცერნ „Total“-ის ხელმძღვანელი კრისტოფ დე მარჟერი.
ცნობილია, რომ თოვლგამწმენდი მანქანის მძღოლი არ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები