გიორგი ჯინჭარაძემ კომპაქტურ ჩასახლებებში დევნილთა საჭიროებების გაცნობის შემდეგ ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კომპაქტურ ჩასახლებებში მათი საჭიროებების გაცნობის შემდეგ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ქვეყნის მასშტაბით ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში არსებული საჭიროებები, მათ შორის კრიტიკული საჭიროებების, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხები.
„გიორგი ჯინჭარაძემ ყურადღება გაამახვილა საჭიროებების დროულ და ეფექტიან იდენტიფიცირებაზე. ასევე, მთავრობის აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.