ზაზა შათირიშვილი: დღეს სავალალოდ გამოიყურება ყველაზე განვითარებული, ყველაზე წარმატებული გერმანია, რომელსაც, „ყველა სიკეთესთან ერთად“, „დიფ სთეითმა“ ენერგეტიკა დაუნგრია – გერმანიის შემთხვევა პასუხია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე აქცენტირება ღიმილისმომგვრელია

“გერმანიის მაგალითი საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ რა გემართება, როდესაც სუვერენიტეტი დაკარგული გაქვს და გარედან გაკონტროლებენ”, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერილში წერს, რომელშიც ის გერმანიაში პოლიტიკოსების, მათ შორის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრების გახშირებულ გარდაცვალებაზე საუბრობს.

მისი თქმით, ერთ დროს ყველაზე წარმატებული და განვითარებული გერმანია, დღეს სავალალოდ გამოიყურება სწორედ „დიფ სთიეთის“ და მისი აგენტურის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო.
შესაბამისად, ფილოსოფოსი აცხადებს, რომ გერმანიის შემთხვევა, ყველა იმ ადამიანისთვის პასუხია, ვისთვისაც სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე აქცენტირება ღიმილს ჰგვრის.
„სწორედ ასე სავალალოდ გამოიყურება დღეს, სუვერენიტეტ დაკარგული ქვეყანა, ყველაზე განვითარებული, ყველაზე წარმატებული, უმაღლესი კულტურის, მათ შორის შრომის კულტურის მქონე გერმანია, რომელსაც „ყველა სიკეთესთან ერთად“, „დიფ სთეითმა“ საკუთარი აგენტურის ხელით ენერგეტიკა დაუნგრია, როდესაც ატომური ელექტროსადგურები დაახურვინა, შემდეგ რუსული, იაფი, ენერგიის წყაროები ჩაუკეტა და ახლა მათთან აომებს. ამ ყველაფრის შედეგი უკვე სახეზეა – ერთ დროს, ეკონომიკურად ევროპის წამყვანი სახელმწიფო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების სამეულში შედიოდა, მესამე წელია რეცესიაშია და სავარაუდოა, რომ უახლოეს პერიოდში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება.“
ასეთია სამწუხარო რეალობა გერმანიისა, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, გამოსავალი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაიბრუნო საკუთარი ქვეყანა. ერთადერთი, ალბათ, საერთო-სახალხო ამბოხების იმედად თუ იქნებიან, თუმცა, ამის ნიშნები, ჯერ-ჯერობით, არ ჩანს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გერმანიის შემთხვევა პასუხია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე აქცენტირება ღიმილისმომგვრელია. რეალურად, გერმანიაში დღეს არსებული სავალალო ვითარება საუკეთესო გაფრთხილებაა ყველასთვის, თუ რატომ უნდა ვიბრძოლოთ და გავუფრთხილდეთ სუვერენიტეტს ნებისმიერ ფასად!“, – წერს ზაზა შათირიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები