საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „პროფესია პოლიციელი“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „პროფესია პოლიციელი“, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის უკეთ გაცნობა და პროფესიის პოპულარიზაცია. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კამპანიის ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეები შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ეწვივნენ, სადაც გაეცნენ დანაყოფების მუშაობის სპეციფიკას, დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკა და სამუშაო გარემო.
“მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ პოლიციელებთან ესაუბრათ, მოესმინათ მათი პროფესიული გამოცდილების შესახებ და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე,”- წერია ინფორმაციაში.