საქართველომ ბულგარეთის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, ნიკა გაგნიძემ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.
საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ, ესპანეთისა და თურქეთის მსგავსად, სამი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.