„გემო ფესტის“ პირველი დღე წარმატებით დასრულდა და უნდა აღინიშნოს, რომ ბევრად მეტი უცხოელი მოგზაური სტუმრობდა, ვიდრე ადგილობრივი” – მაია ომიაძე
„გემო ფესტის“ პირველი დღე წარმატებით დასრულდა და უნდა აღინიშნოს, რომ ბევრად მეტი უცხოელი მოგზაური სტუმრობდა, ვიდრე ადგილობრივი”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ისაუბრა.
„ძალიან დიდი ინტერესით აგემოვნებდნენ ადგილობრივ კერძებს, მეწარმეებიც კმაყოფილები არიან. მეორე დღეა დღეს და ვფიქრობ, რომ ასევე წარმატებით ჩაივლის. „გემო ფესტის“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ფესტივალის პარალელურად დიდ ეკრანზე ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებებს“, – აღნიშნა მაია ომიაძემ.
ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთი 6-7 სექტემბერს „გემო ფესტს“ პირველად მასპინძლობს.