“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა: მჯერა, რომ ჩემს გუნდთან, ბოლნისელებთან ერთად, ყველა არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა აგრძელებს ამომრჩეველთან აქტიურ კომუნიკაციას.
ამჯერად, ჭითანავა სოფელ ფოლადაურს, სამწევრისსა და ზემო ბოლნისს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან სამომავლო გეგმები განიხილა, მოისმინა მათი საჭიროებები და იმსჯელა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
მერობის კანდიდატის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა პარტია „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერით. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მოსახლეობას თანადგომისა და ნდობისთვის.
„მჯერა, რომ ჩემს გუნდთან, ბოლნისელებთან ერთად და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველა არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ,“ – აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.