ჩე გევარას ყველაზე ცნობილი ფოტოს ავტორი გარდაიცვალა

       ციურიხში 81 წლის ასაკში ფოტოკორესპონდენტი, ჩე გევარას ყველაზე ცნობილი ფოტოს ავტორი რენე ბური გარდაიცვალა. ბური გასული საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფოტოგრაფად ითვლება. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევართა შორის ასევე კუბის ლიდერის ფიდელ კასტროს, ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს და ფრანგი არქიტექტორის შარლ ლე კორბიუზეს ფოტოებია. ბურის კოლექცია 30 000-ზე მეტი ფოტონამუშევრისგან შედგება. ეს საკუთარი სიმდიდრე ფოტოგრაფმა ლოზანას მუზეუმ დე ლელიზეს უსახსოვრა.

974718_854081787965394_104133379_n (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები