მოსკოვში ავიაკატასტროფა მსხვერპლით დასრულდა

ვნუკოვოს აეროპორტში თვითმფრინავი თოვლგამწმენდ მანქანას დაეჯახა, რის შედეგად თვითმფრინავი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ფრანგული ნავთობ კონცერნ „Total“-ის ხელმძღვანელი კრისტოფ დე მარჟერი. „დღეს ღამით თვითმფრინავი დაიმსხვრა იმის შემდეგ, რაც თოვლგამწმენდ მანქანას დაეჯახა. დაიღუპა ეკიპაჟის 3 წევრი და 1 მგზავრი. ვადასტურებ, რომ მგზავრი „Total“-ის ხელმძღვანელი დე მარჟერი იყო“, – განაცხადა აეროპორტ ვნუკოვოს წარმომადგენელმა ელენა კრილოვამ. ცნობილია, რომ თოვლგამწმენდი მანქანის მძღოლი არ დაშავებულა. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები