კადიროვს ჩეჩნეთში ინტერნეტის გამორთვა სურს

ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ინტერნეტის გამორთვის სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კადიროვის განცხადებით, ინტერნეტი მომავალი თაობის სწორ აღზრდას აფერხებს.
ჩეჩნეთის მეთაური მიიჩნევს, რომ ინტერნეტის საყოველთაო გავრცელების გამო ახალგაზრდები ვაჰაბიტების გავლენის ქვეშ ექცევიან, რადგან ყოველ სახლში ინტერნეტის არსებობის გამო „ნებისმიერს შეუძლია ადგეს და რომელიმე ვაჰაბიტის ქადაგებებს მოუსმინოს“.
„იყო დრო, როდესაც მე ვოცნებობდი, რომ ჩვენს რესპუბლიკაში ამოქმედებულიყო ინტერნეტი, მაგრამ ახლა იმის მომხრე ვარ, რომ ის გამორთონ. ჩემს სახლშიც კი შეიძლება ჩემი ბავშვი შეეჩეხოს რაიმე ქადაგებას. ამიტომაც არის, რომ ჩვენი იმამები სხვათა შორის სოციალურ ქსელებშიც მუშაობენ“, – აცხადებს კადიროვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები