პუტინმა პოლონეთს უკრაინის შუაზე განაწილება შესთავაზა

ვლადიმერ პუტინმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს უკრაინის შუაზე განაწილება შესთავაზა. ამის შესახებ პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და სეიმის ამჟამინდელმა მარშალმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„ეს იყო ერთ- ერთი პირველი განცხადებები, რომელიც პუტინმა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს (ტუსკი მალე ევროსაბჭოს პრეზიდენტი გახდება) მოსკოვში ვიზიტისას განუცხადა. პუტინი ამბობდა, რომ უკრაინა ხელოვნურად შექმნილი ქვეყანაა, ლვოვი კი პოლონური ქალაქია და ვერ ხედავს მიზეზს, რატომ არ უნდა გავიყოთ ის ჩვენ. პუტინს სურს, რომ პოლონეთმა უკრაინაში ჯარი გააგზავნოს. ამის შესაბამისი სიგნალებიც იყო, რომლებსაც ისინი ჩვენ გვიგზავნიდნენ. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ისაა, რის შესახებაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში ფიქრობენ“, – განაცხადა სიკორსკიმ.
სიკორსკის აზრით, რუსეთს სურს დასავლეთის ქვეყნები „კუთხეში მოიმწყვდიოს“.
„პუტინი ფიქრობს, რომ ის სუსტების გროვას შეეჯახა. ის ფიქრობს, რომ ბალტიის ქვეყნების დასაცავად ჩვენ ომზე არ წავალთ. თქვენ წარმოიდგინეთ, შესაძლოა ის მართალია კიდეც“, – დაამატა სიკორსკიმ.
წყარო: politico.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები