სერგეი ლავროვი მოლდოვას ემუქრება? – შესაძლოა კიშინოვშიც კიევის სცენარი გათამაშდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პროექტ „სამოქალაქო უნივერსიტეტში“ ლექცია წაიკითხა და სხვადასხვა აქტუალური პოლიტიკური საკითხი განიხილა. ლავროვი ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობასთან არსებულ ურთიერთობას შეეხო და აღნიშნა, რომ საჭიროა ამერიკელ პარტნიორებს ჩარჩოდან გამოსვლის საშუალება არ მისცენ.
“საჭიროა მუდმივად ჩარჩოში ყოფნა აიძულო, შესაძლოა ამ ჩარჩოს როლი საერთაშორისო სამართალმა თუ არა, დიპლომატიურმა ურთიერთობებმა შეასრულოს. ეს მარტივი არ არის. არ ვწუწუნებ, მაგრამ ობიექტურად ასეა. მათი ფსიქოლოგიით, რაღაც გადაწყვეტილება ან კონგრესის ოვაციის ქვეშ მიიღება ან ამერიკის რომელიმე მოკავშირე ქვეყნის მიერ და შემდეგ ეს საბოლოო ინსტანციის ჭეშმარიტებად საღდება. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ჩვენს შორის „ცივი ომია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვმა მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ ორაზროვნად შეაფასა. მისი თქმით, მოლდოვამ შესაძლოა დნესტრისპირეთი დაკარგოს.
„თუ კი მოლდოვა დაკარგავს სუვერენიტეტს და სხვა ქვეყანას მიუერთდება (ვთქვას რუმინეთს), ან თუ მოლდოვა თავის სამხედრო–პოლიტიკურ სტატუსს ნეიტრალურიდან ბლოკურზე გაცვლის, ამ შემთხვევაში დნეპრისპირელებს სრული უფლება აქვთ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ. ჩვენ კი ამ საბაზო პოზიციას, რომელსაც ყველა დაეთანხმა და რითიც ყველაფერი დაიწყო, დავიცავთ. ამ ეტაპზე კიშინოვის ხელისუფლება აშკარად არადემოკრატიული მიმართულებით მოძრაობს. რად ღირს თუნდაც ის გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერი პარტია, რომლის მიზანს არ წარმოადგენს ევროკავშირთან ინტეგრირება, ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი გაიაზრებს თუ რამდენად დამღუპველია ის სცენარი, რომელიც უკრაინაში განვითარდა, რადგანაც მოლდოვის და დნესტრისპირეთის მიმართაც იგივე გეგმები არსებობს”, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები