დიმიტრი პესკოვი: რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ სიგნალს თბილისისგან ველოდებით

დიმიტრი პესკოვი რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ სიგნალს საქართველოსგან ელოდება, – ამის შესახებ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა “ტელეიმედს” განუცხადა.
“ვითარება უნდა მომწიფდეს, გაჩნდეს პოლიტიკური ნება და შესაბამისი გარემო შეიქმნას. მეტი მოთმინება გვმართებს. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ სიგნალს თბილისისგან. თქვენი მხრიდან უნდა იყოს შესაბამისი პოლიტიკური ნება. პრეზიდენტმა კი თავისი სათქმელი უკვე თქვა. პუტინმა გასაგებად განაცხადა, რომ თუ საქართველოს მხრიდან მიიღებს სიგნალს, შეხვედრა შედგება”, – აღნიშნა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები