რუსეთის თავდასხმას ხერსონის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა

ხერსონის ოლქში რუსული თავდასხმის შედეგად 73 წლის მამაკაცი დაიღუპა,

ამასთან, ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ გოროდნიაში, დრონის თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიჭრა.

“ხერსონის ოლქის სოფელ ბელოზერკაში, მტრის თავდასხმის შედეგად, 73 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. თავდასხმის დროს მამაკაცი ეზოში იმყოფებოდა”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, კიევის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმისას დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაჭრილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები