ილოვაისკთან 1000-მდე ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა და დაიკარგა
საერთო ჯამში ილოვაისკთან დაღუპა, დაიჭრა და დაიკარგა დაახლოებით 1000-მდე უკრაინელი სამხედრო. ამის შესახებ უკრაინის რადის ილოვაისკთან ტრაგედიის გარემოებების დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა ანდრეი სენჩენკომ განაცხადა.
„ილოვაისკთან დაღუპულების, დაჭრილების და დაკარგულების საერთო რაოდენობა დაახლოებით 1000 ადამიანს შეადგენს“, – განაცხადა სენჩენკომ.
შეგახსენებთ, მანამდე კიევში აცხადებდნენ, რომ ილოვაისკთან დაღუპული 200 სამხედრო იყო. „სინამდვილეში მსხვერპლი გაცილებით მეტია“, – წერს „იტარ-ტასი“.