ბელგია, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას აპირებს
ბელგია, პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურ აღიარებას გაერო-ს გენერალური ასამბლეის სექტემბრის სესიაზე. გეგმავს,- ამის შესახებ განცხადება, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ გააკეთა.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება თანხვედრაშია საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ნაბიჯებთან და მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის პროცესის გაძლიერებას.
„ბელგია პალესტინას აღიარებს და ამავდროულად, მკაცრ სანქციებს დაუწესებს ისრაელის ხელისუფლებას.
გადაწყვეტილება მიღებულია პალესტინაში, განსაკუთრებით ღაზაში, მიმდინარე ჰუმანიტარული ტრაგედიის გათვალისწინებით და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩადენილი ძალადობის საპასუხოდ,“ — დაწერა პრევომ სოციალურ ქსელ X-ზე.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების პაკეტი მოიცავს აკრძალვას ისრაელის დასახლებებიდან მომავალი პროდუქციის იმპორტზე, საჯარო შესყიდვებში ისრაელის კომპანიების მონაწილეობის შეზღუდვას და გარკვეული პოლიტიკური ფიგურებისათვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას.
მედიის ცნობით, ბელგია წარსულში თავს იკავებდა პალესტინის აღიარებისგან, თუმცა საერთაშორისო დინამიკის ცვლილების ფონზე, განსაკუთრებით საფრანგეთის, კანადის და სხვა დასავლური სახელმწიფოების ინიციატივების შემდეგ, ბრიუსელი ახლა მზად არის, ეს ნაბიჯი გადადგას.