საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე, 1990 წელს დაბადებული ლ.კ. და 1987 წელს დაბადებული გ.ქ. სხვადასხვა დროს დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, შს სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების ავტომობილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლ იარაღები და საბრძოლო ვაზნები. პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულების სახით დააკავა.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები