welt- გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, მოკლე დროში, AfD-ის პარტიამ ექვსი პოლიტიკოსის გარდაცვალება დააფიქსირა

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, მოკლე დროში, პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) ექვსი პოლიტიკოსის გარდაცვალება დააფიქსირა, — ამის შესახებ, გამოცემა Welt -ი წერს.

AfD-მ უკვე დაფიქსირებულ ოთხ გარდაცვალებასთან ერთად კიდევ ორი ​​შემთხვევა დააფიქსირა. Politico-ს ცნობით, სიის ორი კანდიდატიც გარდაიცვალა.

რალფ ლანგე (66), ვოლფგანგ ზაიცი (59), ვოლფგანგ კლინგერი (71) და შტეფან ბერენდესი (59) – ყველა AfD-ის კანდიდატი – სექტემბრის შუა რიცხვების არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ.

427 მუნიციპალიტეტში არჩევნები ჩაიშალა და ხელახალი კენჭისყრაა საჭირო, რადგან INSA-ს გამოკითხვებში პარტია CDU/CSU-სთან ერთად 25%-ით იყო გათანაბრებული.

კაი გოტშალკი, რომელიც AfD-ის წევრია და პარტიას ბუნდესტაგში წარმოადგენს, გარდაცვალების საქმეების გამოძიებას მოითხოვს.

“მე ყოველთვის ვამბობ, რომ ნდობა კარგია, მაგრამ კონტროლი – უკეთესი”, – აცხადებს პოლიტიკოსი.

გამოცემა Politico ასევე, ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტიაა. სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გერმანიაში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, პარტია ამომრჩეველთა ხმების 26% მიიღებდა. ეს მაჩვენებელი 2%-ით მეტია გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის პარტიის “ქრისტიან – დემოკრატიული კავშირის” რეიტინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები