ინგლისში 15 წლის ფეხბურთელი გოგონა მატჩის დროს გარდაიცვალა

ინგლისური კლუბ „ქედლის“ 15 წლის ფეხბურთელი გოგონა მატჩის დროს გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ საფეხბურთო გუნდის ფაისბუქის გვერდზე გავრცელდა.
ინციდენტი ქალაქ ეაქსტონში თამაშის დროს მოხდა. პირველი ტაიმის დროს გოგონა გაზონზე დაეცა. წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი გულის პრობლემები გახდა.
„ამ ამბით ჩვენ ყველანი განადგურებულები ვართ და ვწუხვართ, ნათესავებთან, მეგობრებთან და თანაკლუბელებთან ერთად“, – ნათქვამია განცხადებაში.
მწუხარება ასევე ინგლისის ერთ-ერთი უძველესი კლუბის „პრესტონ ნორტ ენდის“ წევრებმაც გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები