პუტინი სი ძინპინთან მოლაპარაკებებს გამართავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ვიზიტის მესამე დღეს ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკებებს გამართავს.

რუსეთის ლიდერი ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტით 31 აგვისტოს ჩავიდა.

პუტინი მუშაობას ჩინეთის დედაქალაქში გააგრძელებს, სადაც სახელმწიფოს მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები მონღოლეთის პრეზიდენტის, უხნააგიინ ხურელსუხის მონაწილეობით სამმხრივ ფორმატში დაიწყება. შემდეგ პუტინი და სი ძინპინი „ვიწრო ფორმატში“ ისაუბრებენ, როგორც კრემლში ჩინეთში ვიზიტის წინა დღეს დააკონკრეტეს, საუბარი „ფინჯან ჩაიზე“ გაიმართება. რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებები დელეგაციების მონაწილეობით ოფიციალური საუზმის ფორმატში გაგრძელდება.

პეკინში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები წელს მეორე პირისპირ შეხვედრას გამართავენ. წინა შეხვედრები მაისში მოსკოვში გაიმართა. მაშინ პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ჩავიდა, ხოლო აღნიშვნის წინა დღეს რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებები კრემლში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები