კვიპროსი თურქეთს, რომლის გემებიც მის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში შევიდნენ, პასუხს უმზადებს

თურქეთის ქმედებებზე, რომელთა მიხედვით თურქული გემები კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში შევიდნენ, ადეკვატური პასუხი მომზადდება. ამის შესახებ კვიპროსის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკოს ხრისტოდულიდისმა ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა. ხრისტოდულიდისის თქმით, ხვალ, 21 ოქტომბერს მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზეც ანკარის მიმართ მიღებული კონკრეტული პოლიტიკური, დიპლომატიური და იურიდიული ნაბიჯები გამოცხადდება.
მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, დილით თურქული კვლევითი გემი „ბარბაროსი“ და 2 დამხმარე გემი კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში შევიდა, მოცემულ მომენტში ის მესამე ბლოკში იმყოფება. ამით ანკარამ 3 ოქტომბერს გამოცხადებული ნავთობგაზის რესურსების სეისმური დაზვერვის გეგმის განხორციელება დაიწყო, – განაცხადა ხრისტოდულიდისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები