ავსტრალიის პარლამენტში გააუქმეს წესი, რომლითაც ფარაჯაში ჩაცმული ქალის დისკრიმინაცია ხდებოდა

  ავსტრალიის პარლამენტში გააუქმეს წესი, რომლითაც ფარაჯაში ჩაცმული ქალის დისკრიმინაცია ხდებოდაავსტრალიის ფედერალურმა პარლამენტმა გააუქმა წესი, რომლის თანახმად ფარაჯაში ჩაცმული ქალები შეიძლება იმყოფებოდნენ პალატების სხდომის დარბაზებში მხოლოდ შუშით გამოყოფილ ტრიბუნებზე. „იტარ-ტასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალური პარლამენტის ყველა სტუმარმა შენობაში შესვლისას დროებით სახიდან უნდა მოიხსნან ჩადრი, რაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პიროვნების გადამოწმების საშუალებას მისცემს. ამის შემდეგ სტუმრებს პუბლიკისთვის ყველა ღია ოთახში გადაადგილება შეეძლებათ. გარდა ამისა, დაფარული სახით ყოფნას ისინი სხდომათა დარბაზებშიც შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ამ საკითხისადმი აზრის სხვადასხვაობა ქვეყნის პარლამენტში ექსტრემისტების მიერ ტერაქტის განხორციელების საფრთხემ გამოიწვია. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ტონი აბოტის აზრით კი, ფარაჯაში ჩაცმული ქალისთვის რაიმე შეზღუდვის დაწესება არ შეიძლება. „ხელისუფლების საქმე არ არის იმის განსაზღვრა, თუ რა ტანსაცმელი უნდა ჩაიცვან ადამიანებმა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები