კოლორადოს აეროპორტში დაშვების მცდელობისას, ორი პატარა თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა,- ინფორმაციას, აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაიღუპა ერთი პილოტი და დაშავდა სამი ადამიანი.
Cessna 172 და Extra EA-300 ერთმანეთს ჰაერში შეეჯახნენ, როდესაც ორივე თვითმფრინავის პილოტი ერთდროულად ცდილობდა ფორტ მორგანის მუნიციპალურ აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე დაშვებას.
მედიაში გავრცელებულ კადრებში აეროპორტის შუაგულში დამწვარი ადგილი ჩანს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.