„დადგინდა,რომ ეროსი კიწმარიშვილის მანქანაში, უკანა სავარძელზე არავინ იჯდა“

  გარდაცვლილი ბიზნესმენის ეროსი კიწმარიშვილის კუთვნილი ავტომობილის ბოლო ექსპერტიზის პასუხზე სასამართლო- სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ მანქანაში უკანა სავარძელზე, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არავინ მჯდარა.
რაც შეეხება წინა სავარძელს, ნიკოლაიშვილის თქმით, ის რომ წინა სავარძელზე არავინ მჯდარა, ეს თავიდანვე ნათელი იყო.
„ეს იყო საგამოძიებო, სიტუაციური ექსპერტიზა. ვცდილობდით, მანქანაში გვეპოვა ის ადგილი, სადაც შეიძლებოდა მეორე პირი მჯდარიყო ისე, რომ სისხლის ის შხეფები, რომლებიც მანქანაშია გაბნეული, არ დაეფარა. ასეთი ადგილი მანქანაში ვერ აღმოვაჩინეთ. წინა სავარძელში მეორე პირი რომ არ იჯდა, ეს ადრევე გამოირიცხა ასევე ექსპერტიზით, რადგან წინა სავარძელი მთლიანად შხეფებით იყო სავსე და არც არანაირი უცხო კვალი არ აღმოჩნდა.
ექსპერტიზით დადასტურდა, რომ უკანა სავარძელზე ბუნებრივ მდგომარეობაში არავინ იჯდა.ზურა კიწმარიშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, არაბუნებრივ პოზაში იმყოფებოდა მეორე პირი მანქანაში. ეს უკვე თეორიული მსჯელობის სფეროა და მირჩევნია, ამ არაბუნებრივ პოზიციებზე არ ვიმსჯელო, როგორც ექსპერტმა, რადგან ექსპერტის დასკვნა უნდა იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული.
გარდა ამისა, მე დავესწარი გარდაცვლილის სხეულის ექსპერტიზას და ძალადობის არანაირი კვალი არ ყოფილა”, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა “ქრონიკასთან“ საუბარისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები