ლუქსემბურგში რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული მეკავშირეობის შეთანხმებას განიხილავენ

  ლუქსემბურგში ევროკავშირის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც უცხოურ საქმეებს განიხილავენ. რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმება – ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომელსაც ლუქსემბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ შეთანხმება, რომელიც აფხაზურ ე.წ. პარლამენტში გადაგზავნეს, „ანექსიის მცდელობად“ და „აფხაზი ერისთვის საფრთხედ“ შეაფასეს. ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებით, რუსეთის გეგმა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ევროპამ ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროპელი კოლეგების შეფასებით, რუსეთი ევროპული კურსის არჩევისთვის საქართველოს დასჯას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები