იაპონიის ეკონომიკის და ვაჭრობის მინისტრი გადადგა

იაპონიის ეკონომიკის და ვაჭრობის მინისტრი იოკო ობუტი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მან პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, იოკო ობუტის განცხადება პრემიერმა უკვე დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის და ვაჭრობის მინისტრის გადადგომა ფინანსურ სკანდალს უკავშირდება. ცნობილია, რომ იოკო ობუტის მინისტრობის დროს საბიუჯეტო თანხები ქვეყანაში არამიზნობრივად იხარჯებოდა. სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით, 2009-დან 2011 წლამდე მინისტრის მხარდამჭერმა ფონდმა დაახლოებით 43 მილიონი იენი დახარჯა თეატრალურ ღონისძიებებში, რომლებიც ობუტის მხარდამჭერებისთვის იმართებოდა. მეორე ფონდმა კი დაახლოებით 2 მილიონი იენი სავაჭრო ცენტრებში ნივთების საყიდლად გამოიყენა. მანდ, ძირითადად, ობუტის ნათესავებისთვის ტანსაცმელს ყიდულობდნენ. შეგახსენებთ, 40 წლის იოკო ობუტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის კიეძო ობუტის ქალიშვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები