გირკინი: პუტინს ჰააგის ტრიბუნალი ემუქრება

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იგორ გირკინმა (სტრელკოვმა) განაცხადა, რომ რუსეთისთვის და მისი პრეზიდენტისთვის გადარჩენის გარანტიად უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაცია და მის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებაა, რისთვისაც პუტინმა თავისი „გუნდი“ უნდა შეცვალოს.
ტერორისტების ყოფილმა ლიდერმა რუსეთში „არეულობის“ დაწყების პროგნოზი გააკეთა.
„პრობლემა ისაა, რომ აპრიორი ვარაუდობენ, „ომი დასრულებულია“ და ყველაფერი „ნელ-ნელა დამშვიდდება“ და „დაუბრუნდება საკუთარ პოზიციებს“. ოლიგარქები ძალაუფლებას გადაანაწილებენ, მოიხსნება სანქციები, ნავთობი გაძვირდება და ა.შ. ამის ხათრით ბევრი მზადაა, ახალშობილი „ნოვოროსია“ „უკან დააბრუნოს“. ამის შანსი არის, თუმცა ძალიან მცირე. მე იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ არეულობა ახლა იწყება და რაც უფრო გადამწყვეტად იმოქმედებს რუსეთი ახლა, მით უფრო მეტი შანსი იქნება იმისა, რომ ჩვენ არ გვექნება არეულობის ყველაზე მძიმე შედეგები. და, შესაბამისად, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით ერთ ადგილას, მით უფრო მძიმე იქნება ჩვენთვის მოსალოდნელი კრიზისი“, – განაცხადა გირკინმა.
„შეტევისთვის“, გირკინის მოსაზრებით, პუტინმა საკუთარ გუნდში როტაცია უნდა ჩაატაროს. გირკინის თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შევლენ პუტინის გუნდში. „დღევანდელ გუნდთან ყოფნით პუტინს შეიძლება მივცეთ მხოლოდ ჰააგის ტრიბუნალთან მისვლის გარანტია“, – აღნიშნა გირკინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები