“ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ, მოსახლეობის ჩართულობით, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ” – მამუკა გელაშვილი

“დღეიდან, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი, მამუკა გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“პირველი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონის კურატორთან, სერგი მუშკუდიანთან და ბორჯომში პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან ერთად დაბა ახალდაბაში გავმართე.

ადგილობრივებთან ერთად ვიმსჯელე მათ საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე, ასევე, დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ახალდაბაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ასევე, ეწყობა ე. წ „ნეძვის გზა“ ჯამში, მიმდინარე წელს დაბაში 4,1 გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ, მოსახლეობის ჩართულობით, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ.

მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!”, – წერს მამუკა გელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები