იანუკოვიჩის საყვარელმა საკუთარ სანატორიუმში საბავშვო საგზურების საფასური 2-ჯერ გაზარდა

ინტერნეტში ინფორმაცია გავრცელდა, რომ იანუკოვიჩის საყვარელმა საბავშვო სანატორიუმის საგზურების საფასური ხელოვნურად გაზარდა. არსებული ინფორმაციის თანახმად, კიევის საოლქო ადმინისტრაციის ბავშვთა და ოჯახის საქმეების სამსახურმა „სანატორიუმის ტიპის ბავშთა გამაჯანსაღებელ ბანაკ „სლავუტიჩთან“ საგზურების შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა. საგზურების საფასური მილიონი გრივნაა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეკვეთილია 215 საგზური. 1 საგზურის ღირებულება 4 614 გრივნაა. ცნობილია, რომ იგივე დამკვეთმა „სლავუტიჩთან“ მაისშიც გააფორმა შეთანხმება. მაშინ 1 საგზური 3 035 გრივნა ღირდა. ცნობილია, რომ „სლავუტიჩის“ ძირითადი მფლობელი – საქველმოქმედო ორგანიზაცია „მომავლის გზაა“. ეს ორგანიზაცია ვიქტორ იანუკოვიჩის სამოქალაქო ცოლმა ლუბოვ პოლეჯაიმ დააარსა. ორგანიზაცია „მომავლის გზამ“ კომპანია „ლუკოილ-უკრაინასთან“ შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვით „ლუკოილი“ საქველმოქმედო ორგანიზაციას 2 მილიონ გრივნას ურიცხავდა. შეთანხმების გაფორმების შემდეგ იანუკოვიჩი „ლუკოილის“ ხელმძღვანელს შეხვდა და ამ კომპანიის მონაწილეობა კომპანია „კარპატნეფტეხიმ“-ის სიმძლავრის რეკონსტრუქციის პროცესში შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები