“მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო წარიმართოს ძალადობისა და სიძულვილის ენის გარეშე; მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი სიძულვილის ენის გამოყენებისგან” – ომბუდსმენი

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო წარიმართოს ძალადობის გარეშე და სიძულვილის ენის გარეშე. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოსს – ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო კამპანიაში, მაქსიმალურად შეიკავონ თავი სიძულვილის ენის გამოყენებისგან”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს.

“სამწუხაროდ, უკვე ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი და ამაზე არჩევნების წინა პერიოდში ჩემი მხრიდან განცხადებებს კიდევ გავაკეთებ”, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები