მაკრონი – რუსეთი მშვიდობის მდგომარეობასა და ღია დემოკრატიულ სისტემას ერთ ღამეში ვერ დაუბრუნდება, ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, 2007-2008 წლებიდან მოყოლებული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იშვიათად ასრულებდა ვალდებულებებს.

“ის მუდმივად იყო დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა და ცდილობდა საზღვრების გადასინჯვას საკუთარი ძალაუფლების გაფართოების მიზნით.

რუსეთი სამუდამოდ გახდა დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა და პოტენციური საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის. ქვეყანა, რომელიც ბიუჯეტის 40%-ს ასეთ შეიარაღებაში დებს, რომელსაც 1.3-მილიონიანი არმია ჰყავს მობილიზებული, ერთ დღეში არ გადაიქცევა მშვიდობიან, ღიად დემოკრატიული სისტემის მქონე სახელმწიფოდ.

ასე რომ, ის არის მტაცებელი, კაციჭამია ჩვენს კარიბჭესთან. არ ვამბობ, რომ ხვალ საფრანგეთს დაესხმება თავს, მაგრამ საბოლოოდ ის ევროპელებისთვის არის საფრთხე. არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები”,- განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები