ნეთანიაჰუ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ისრაელის „ღალატში“ ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა ავსტრალიელი კოლეგა, ენტონი ალბანესი, მას „სუსტი პოლიტიკოსი“ უწოდა და ისრაელისა და ავსტრალიელი ებრაელების ღალატში დაადანაშაულა.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ალბანესის გადაწყვეტილება ავსტრალიისთვის პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ეწინააღმდეგება ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებს და ძირს უთხრის დასავლურ ერთიანობას ახლო აღმოსავლეთში.

ავსტრალიის პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ყველაფერს პირად საკითხებად არ აღიქვამს.

„მე სხვა ქვეყნების ლიდერებს პატივისცემით ვეპყრობი, მათთან დიპლომატიური გზით ვთანამშრომლობ“, – აღნიშნა ენტონი ალბანეზემ.

შეგახსენებთ, დიპლომატიური დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ავსტრალია პალესტინის აღიარებით საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და კანადას შეუერთდა.

ისრაელმა საპასუხოდ ავსტრალიის დიპლომატებისთვის შეზღუდვები დააწესა და მთავრობის რამდენიმე დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები