ისრაელ კაცმა ღაზას ქალაქში შეტევის სამხედრო გეგმები დაამტკიცა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა, ღაზას ქალაქში სამხედრო შეტევითი გეგმები დაამტკიცა, რომლებიც მას გუშინ ღამით წარუდგინეს.

შეტევას „გიდეონის ეტლები B“ ეწოდება და იმავე სახელწოდების წინა ოპერაციას მოჰყვა, რომლის დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა სტრიპის ტერიტორიის 75% დაიკავეს, რათა “ჰამასზე” ზეწოლა მოეხდინათ.

წყაროს ცნობით, კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმა შეაქო.

ისრაელის თავდაცვის ძალები შეტევისთვის დაახლოებით 60 000 რეზერვისტის გამოძახების ბრძანებას გასცემს.

თავდაცვის მინისტრმა ასევე დაამტკიცა „ჰუმანიტარული მზადება“ დაახლოებით ერთი მილიონი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქისთვის, რომლებიც ღაზას ქალაქიდან სამხრეთით უნდა გადაადგილდნენ.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარების გეგმა მიმდინარე თვის დასაწყისში დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები