ავღანეთში ავტობუსის ავარიას, ირანიდან დეპორტირებული ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დასავლეთ პროვინცია ფარაში, ავტობუსის ავარიის შედეგად, რომელშიც ირანიდან დეპორტირებული ავღანელები იმყოფებოდნენ, სულ მცირე 73 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ბავშვია.
ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ავტობუსი ისლამ-ქალას საზღვრის გადაკვეთის შემდეგ სატვირთო მანქანასა და მოტოციკლს შეეჯახა, რის შედეგადაც აალდა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა მასშტაბური დეპორტაციების ფარგლებში ბოლო თვეებში ათასობით ავღანელი დააბრუნა ქვეყანაში .
ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასეთი ვითარება ავღანეთში უკვე რთულ სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.