ლუკაშენკოს პრესმდივანი: ბელარუსი მზადაა, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებისთვის

ბელარუსი მზადაა, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მოაწყოს, თუ ეს მშვიდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იქნება, – ამის შესახებ „ვედომოსტის“ ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა განუცხადა.

„ბელარუსმა არ მოითხოვა შუამავლის როლი და არც ითხოვს, მაგრამ თუ ეს ჩვენს მოძმე რესპუბლიკაში მშვიდობისთვის აუცილებელია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრის ორგანიზებისთვის. და ყველაფერს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ. თუმცა, ბელარუსის პრეზიდენტმა ეს თემა ამერიკელ კოლეგასთან [ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს] არ განუხილავს“, – აღნიშნა მან.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები