კაია კალასი: პუტინს არ უნდა ენდოთ რაიმე დაპირებისა თუ ვალდებულების შესრულებაში
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები საკმარისად ძლიერი და სანდო უნდა იყოს, რათა ხელახალი თავდასხმა თავიდან იქნეს აცილებული.
„პუტინს არ უნდა ენდოთ რაიმე დაპირებისა თუ ვალდებულების შესრულებაში“, – წერს კაია კალასი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გარანტიებს, განსაკუთრებით უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნით და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებით.
მანვე დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის ომის ეკონომიკის მიზანში ამოღებას.
„მოსკოვის წინააღმდეგ შემდეგი სანქციების პაკეტი მომდევნო თვისთვის უნდა იყოს მზად“, – განაცხადა კალასმა.