“რუსეთი ძლიერი ერია” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი ძლიერი ერია.
“რუსეთი ძლიერი სამხედრო ერია, მოსწონს ეს ხალხს თუ არა. შენ არ უნდა დაუპირისპირდე ერს, რომელიც შენზე ათჯერ დიდია”,- განაცხადა ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ კიევმა მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოქნილობა უნდა გამოიჩინოს.
ამავე დროს, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ზელენსკი და პუტინი შეთანხმებას შეძლებენ.