ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს ჯარების უკრაინაში ყოფნა პუტინისთვის პრობლემას არ წარმოადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრი ევროპული ქვეყნებიდან უკრაინაში ჯარების პოტენციური განლაგება რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინისთვის „პრობლემას“ არ წარმოადგენს.

ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში განაცხადა.

წამყვანმა აშშ-ის პრეზიდენტის ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას და იკითხა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ამ შემთხვევაში ალიანსის ევროპული ქვეყნების განზრახვა, განათავსონ ჯარები უკრაინაში, პოტენციური უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში.

ტრამპმა უპასუხა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„რუსეთმა თქვა, რომ არ სურდა ე.წ. მოწინააღმდეგეები ან მტრები, მოდით გამოვიყენოთ ეს ტერმინი, მათ არ სურდათ ისინი თავიანთ საზღვარზე და მართლები იყვნენ“, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ყველამ იცოდა, რომ რუსეთი არასდროს დათანხმდებოდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.

ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ გახდება, თუმცა, სამაგიეროდ, შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთის თანხმობას ალიანსის სახელმწიფოების ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები