ლავროვი: რუსეთი მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებები ნებისმიერ ფორმატში გამართოს

რუსეთი მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებები ნებისმიერ ფორმატში გამართოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების არცერთ ფორმატზე უარს არ ამბობს. ამასთან ერთად, ნებისმიერი კონტაქტი უმაღლეს დონეზე, ძალიან გულდასმით უნდა მომზადდეს.

ნათელია, რომ შეერთებული შტატების ლიდერს და მის გუნდს გულწრფელად სურთ ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც იქნება გრძელვადიანი, მდგრადი და საიმედო, ევროპელებისგან განსხვავებით, რომლებიც იმ დროს ყველა კუთხეში ამბობდნენ, რომ საჭირო იყო მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ ისინი გააგრძელებდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას“, – აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, მანვე დასძინა, რომ მოსკოვის მიზანს ტერიტორიების დაპყრობა არასდროს წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები