“ახლა უკრაინისთვის გადამწყვეტი დღეებია” – მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, აქვს განცდა, რომ ეს უკრაინისთვის გადამწყვეტი დღეებია.

მან ასევე დასძინა, რომ ტრამპი თანახმაა, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება.

კანცლერი დარწმუნებული არ არის, ეყოფა თუ არა პუტინს გამბედაობა, რომ ზელენსკისთან ორმხრივ სამიტზე წავიდეს – რაც, ტრამპის თქმით, ამ მოლაპარაკებების შემდეგი ნაბიჯი იქნება.

მერცი ასევე მიესალმება ტრამპის განცხადებას შესაძლო უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და ამბობს, რომ მათში მონაწილეობა მთელმა ევროპამ უნდა მიიღოს.

როგორც მედია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა სოციალურ მედიაში პოსტები გამოაქვეყნა, მერცი პირველი ლიდერია, რომელიც შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა და შეხვედრა შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები