“ჰამასი” თანახმაა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას ხელი მოაწეროს
პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ეთანხმება.
შეთანხმების პროექტი საწყის 60-დღიან ზავს, მძევლების გათავისუფლებას და სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების ღაზას სექტორში შეტანას მოიცავს.
“ჰამასის” თანხმობის მიუხედავად, ისრაელის ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა აქამდე ხაზს უსვამდნენ, რომ სრულ შეთანხმებას მხოლოდ ყველა მძევლის გათავისუფლების შემთხვევაში დაეთანხმებიან.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ბოლო ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მძევლების გათავისუფლებას მოიცავდა, ისრაელმა მარტში შეწყვიტა.