ვახტანგ ბერიძე: დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი; მადლობა ამ დიდი ნდობისა და შესაძლებლობისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და არჩევის შემთხვევაში მერი”, – ამის შესახებ განაცხადა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, ვახტანგ ბერიძემ.
მან “ქართული ოცნების” მთელ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მე მინდა, მადლობა გადავუხადო “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელობას. მინდა მადლობა გადავუხადო სულხან თამაზაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ დიდი ნდობისთვის და შესაძლებლობების მოცემისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.