17 აგვისტოს ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება
17 აგვისტოს ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება! ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიება, დაინთება კოცონი, მოეწყობა კვების სივრცეები, ფოტოზონები და სპეციალური ინსტალაციები.
„14:00 -14:30 შუამთობის ოფიციალური გახსნა – უხუცესთა ანსამბლი „ღორჯომი“ – ცეკვა „განდაგანა“
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები
14:30-15:00 კონცერტი, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით:
ფოლკლორული ანსამბლი „ ღორჯომი“
გოგონათა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფიქალა“
უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „ ღორჯომი“
15:00-16:00 ბენდი „Tabemono“
16:00-17:00 ღამის შოუს ბენდი
17:00-21:00 DJ ჩიკი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.